Frequently Asked Questions
Find answers to common questions about the Good Host program
ობიექტს, რომელიც რეგისტრირებულია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ობიექტს, რომელიც არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში რეგისტრირებულია ტურისტულ საინფორმაციო ბაზაში და რომელიმე განთავსების საერთაშორისო პორტალზე;
სოფლად მოქმედ საოჯახო სასტუმროს;
პროექტის არეალი მოიცავს აჭარის რეგიონში, ქალაქგარეთ მდებარე განთავსების ობიექტებს - სოფელში მდებარე საოჯახო სასტუმროებს, სადაც ტურისტს ადგილობრივი მცხოვრებლები მასპინძლობენ.
ამ ეტაპზე არ არსებობს იმის მკაცრი განსაზღვრება, თუ რა არის საოჯახო სასტუმრო (,,გესთ-ჰაუსი“), თუმცა შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე კრიტერიუმი, რომელიც საშუალებას მოგვცემს საერთო წარმოდგენა შეგვექმნას ამ ტურისტული ობიექტის შესახებ. მათი გათვალისწინებით, საოჯახო სასტუმრო ეს არის სახლი სოფლად (კერძო საკუთრება), რომელიც მდებარეობს ქალაქის აურზაურისა და სამრეწველო უბნებისაგან მოშორებით, მისი მასპინძელი კი დამსვენებლებისთვის უზრუნველყოფს ღამისთევას, ხანმოკლე ან გრძელვადიან საცხოვრებელს, დასვენებას, ექსკურსიებს.