„კარგი მასპინძლის“ შესახებ
აჭარაში მასპინძლობის საუკეთესო სტანდარტის დამკვიდრება
რა არის სტატუსი „კარგი მასპინძელი“?
სტატუსი „კარგი მასპინძელი“ არის ერთგვარი ხარისხის ნიშანი, რომელიც ენიჭება ტურისტულ ობიექტს, სადაც სოფლის საოჯახო სასტუმროს მასპინძელი სტუმარს სთავაზობს მოწესრიგებულ ოთახებს, მაქსიმალურად იცავს მომსახურების სფეროში მიღებულ ყველა კრიტერიუმს, ქმნის დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ გარემოს, უფრთხილდება იმ ადგილის ავთენტიკურობას, სადაც ცხოვრობს, უზრუნველყოფს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და ამავდროულად მაქსიმალურად იხარჯება, რომ საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს საკუთარი ოჯახი, სოფელი თუ ქვეყანა.
სტატუსის მისაღებად საჭიროა იმ სავალდებულო და რეკომენდირებული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას, რომელიც შემუშავებულია ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციისა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის მიერ.