კვება
შეფასების კრიტერიუმები
სავალდებულო
-
7
კითხვა
(21
ქულა)
რეკომენდებული
-
5
კითხვა
(5
ქულა)
ჯამი
-
12
კითხვა
(26
ქულა)
| # | კითხვა | რელევანტურობა |
|---|---|---|
| 1 | პროდუქტების შესანახი ადგილი არის სუფთა, კარადებში არ შეინიშნება ობის და ნესტის ლაქები | სავალდებულო |
| 2 | ჭურჭელი და სამზარეულოს აღჭურვილობა სუფთა და კარგ მდგომარეობაშია | სავალდებულო |
| 3 | სამზარეულოში არის ფანჯარა და ოთახი ნიავდება | სავალდებულო |
| 4 | კვება ძირითადად წარმოდგენილია ქართული და ადგილობრივი კუთხისთვის დამახასიათებელი კერძებით | სავალდებულო |
| 5 | კვების ობიექტის მომსახურე პერსონალმა, ან მასპინძელმა (მათ შორის: მფლობელი, მენეჯერი, მიმტანი და ა.შ.) იცის საკვების რეცეპტი, მომზადების წესი და ა.შ. | სავალდებულო |
| 6 | საოჯახო სასტუმროში დასაქმებული პერსონალი მოწესრიგებულია, სამზარეულოში იყენებს წინსაფარს, თავსაფარს და ერთჯერადი გამოყენების ხელთათმანს | სავალდებულო |
| 7 | მაგიდის სერვირებისას დაცულია სტანდარტები (სუფრა, დანა- ჩანგალი, წყლის და ღვინის ჭიქა, ხელსახოცი. და ა.შ) | სავალდებულო |
| 8 | სტუმრებისთვის მომზადებულ კერძებში გამოყენებული პროდუქტი, ძირითად შემთხვევაში, არის შინმოყვანილი ან ადგილობრივი მოსახლეობისგან შეძენილი | რეკომენდებული |
| 9 | მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია კულინარიული მასტერკლასების მოწყობა | რეკომენდებული |
| 10 | მაგიდის სერვირებაში გმოყენებულია დეკრატიული ელემეტები (მინდვრის ყვავილები, თიხის ჭურჭელი, კეცები და ა.შ) | რეკომენდებული |
| 11 | მენიუში გათვალისწინებულია კერძები განსხვავებული კვებითი რაციონის მქონე ვიზიტორებისთვის (ვეგეტარიანელები, ვეგანები, სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები ა.შ.) | რეკომენდებული |
| 12 | ვიზიტორებს შეუძლიათ შეიძინონ ადგილობრივი პროდუქტები (მაგ. საკვები, სუვენირები, მურაბები, ჯემები, მწნილები და ა.შ.) | რეკომენდებული |