კარგი მასპინძელი

Georgian hospitality

რა არის სტატუსი „კარგი მასპინძელი“?

სტატუსი „კარგი მასპინძელი“ არის ერთგვარი ხარისხის ნიშანი, რომელიც ენიჭება ტურისტულ ობიექტს, სადაც სოფლის საოჯახო სასტუმროს მასპინძელი სტუმარს სთავაზობს მოწესრიგებულ ოთახებს, მაქსიმალურად იცავს მომსახურების სფეროში მიღებულ ყველა კრიტერიუმს, ქმნის დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ გარემოს, უფრთხილდება იმ ადგილის ავთენტიკურობას, სადაც ცხოვრობს, უზრუნველყოფს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და ამავდროულად მაქსიმალურად იხარჯება, რომ საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს საკუთარი ოჯახი, სოფელი თუ ქვეყანა.

გაიგეთ მეტი

დაჯილდოებული საოჯახო სასტუმროები

აღმოაჩინეთ სანდო განთავსების ობიექტები აჭარაში

საოჯახო სასტუმრო ოქროპილაური
კარგი მასპინძელი

საოჯახო სასტუმრო ოქროპილაური

შუახევი

საოჯახო სასტუმრო ,,ოქროპილაური’’ მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოქროპილაურში. ქალაქ ბათუმიდან  70 კმ-ში, ზღვის დონიდან 400 მეტრზე. სასტუმრო სტუმრებს 2022 წლიდან მასპინძლობს, ხოლო კარგი მასპინძლის სტატუსი მიენიჭა 2024 წელს.

საოჯახო სასტუმრო ზებო
კარგი მასპინძელი

საოჯახო სასტუმრო ზებო

ქედა

საოჯახო სასტუმრო "ზებო" მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტში,  სოფელ გობრონეთში, ქალაქ ბათუმიდან 50 კმ-ში, ზღვის დონიდან 730 მეტრზე. სასტუმრო სტუმრებს 2008 წლიდან მასპინძლობს, ხოლო კარგი მასპინძლის სტატუსი მიენიჭა 2024 წელს.

საოჯახო სასტუმრო მოყვარე
კარგი მასპინძელი

საოჯახო სასტუმრო მოყვარე

ქედა

საოჯახო სასტუმრო “მოყვარე“ მდებარეობს ქედის მინიციპალიტეტში, სოფელ მერისში. ქალაქ ბათუმიდან 50 კმ-ში, ზღვის დონიდან 700 მეტრზე. სასტუმრო სტუმრებს  2010 წლიდან მასპინძლობს, ხოლო კარგი მასპინძლის სტატუსი მიენიჭა 2024 წელს.

 

საოჯახო სასტუმრო კეჟერაძეების მარანი
კარგი მასპინძელი

საოჯახო სასტუმრო კეჟერაძეების მარანი

შუახევი

საოჯახო სასტუმრო და მარანი ,,კეჟერაძეები’’ მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაკლაკეთში. ქალაქ ბათუმიდან 82 კმ-ში, ზღვის დონიდან 700 მეტრზე. სასტუმრო სტუმრებს 2017 წლიდან მასპინძლობს, ხოლო კარგი მასპინძლის სტატუსი მიენიჭა 2024 წელს.

გჭირდებათ დახმარება?

ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ ნებისმიერ საკითხზე