მომსახურება, აქტივობა

შეფასების კრიტერიუმები

სავალდებულო - 4 კითხვა (12 ქულა) რეკომენდებული - 6 კითხვა (6 ქულა) ჯამი - 10 კითხვა (18 ქულა)
# კითხვა რელევანტურობა
1 საოჯახო სასტუმროში დასაქმებული ადამიანი ფლობს ინგლისურ ენას საბაზისო დონეზე სავალდებულო
2 მასპინძელი სწრაფად რეაგირებს სტუმრის თხოვნაზე, პრეტენზიებზე/საჩივარზე, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და შესაბამისად მოქმედებს სავალდებულო
3 მასპინძელი ან მომსახურე პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია სტუმრების ზრუნვაზე, ხელმისაწვდომია და ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი მასთან დაკავშირება სავალდებულო
4 სტუმრის მოთხოვნის შემთხვევაში, მასპინძელი ატარებს ადგილობრივი კერძების კულინარიულ მასტერკლასებს სავალდებულო
5 მასპინძელი თანამშრომლობს ადგილობრივებთან (მზარეული, დიასახლისი და ა.შ.) რეკომენდებული
6 დაინტერესების შემთხვევაში, მასპინძელი და პერსონალი ვიზიტორებს უყვება სხვადასხვა საინტერესო ამბავს (ადგილობრივი ლეგენდები, ისტორია, მითები და ა.შ.), რითაც უფრო მიმზიდველს ხდის სერვისს რეკომენდებული
7 ხელმისაწვდომი და ვადიანია პირველადი დახმარების სააფთიაქო ნაკრები რეკომენდებული
8 ვიზიტორებს შეუძლიათ მონაწილეობა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში (სეზონის მიხედვით) - თესვა ან მოსავლის აღება რეკომენდებული
9 საოჯახო სასტუმროს მეპატრონე სთავაზობს ექსკურსიებს (მოთხოვნის შემთხვევაში) რეკომენდებული
10 ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ადგილობრივ ფოლკლორს და დაინტერესების შემთხვევაში შეისწავლონ რეკომენდებული