ექსტერიერი
შეფასების კრიტერიუმები
სავალდებულო
-
8
კითხვა
(24
ქულა)
რეკომენდებული
-
3
კითხვა
(3
ქულა)
ჯამი
-
11
კითხვა
(27
ქულა)
| # | კითხვა | რელევანტურობა |
|---|---|---|
| 1 | საოჯახო სასტუმროს ეზო მოწესრიგებულია და კეთილმოწყობილია, არსად არ შეინიშნება ნაგავი და სამშენებლო მასალების ნარჩენები | სავალდებულო |
| 2 | საოჯახო სასტუმროს აქვს პარკინგის ადგილი ვიზიტორთა მანქანებისთვის | სავალდებულო |
| 3 | შემოსასვლელი ჭიშკარი მოწესრიგებულია (შეღებილი, გალაქული და ა.შ.) | სავალდებულო |
| 4 | საოჯახო სასტუმრო მოშორებულია სამრეწველო ობიექტებს, ქარხნებს, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს | სავალდებულო |
| 5 | საოჯახო სასტუმროს აქვს გარე განათება | სავალდებულო |
| 6 | საოჯახო სასტუმროს აქვს გარე დასასვენებელი ადგილი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ სარგებლობა მაგიდით, სკამებით და სხვა | სავალდებულო |
| 7 | ეზო არის მოწესრიგებული და გამწვანებული | სავალდებულო |
| 8 | სახლის ფასადი არის შეღებილი, ან ხით შეფუთული, ან დეკორატიული მასალით მოწესრიგებული | სავალდებულო |
| 9 | სასურველია სახლს ჰქონდეს აივანი | რეკომენდებული |
| 10 | ხელმისაწვდომია გარე გასართობი აღჭურვილობა (მაგალითად, მაგიდის ტენისი, საქანელა, ფრენბურთისა და კალათბურთის ბადეები და ა.შ.) | რეკომენდებული |
| 11 | ხელმისაწვდომია პიკნიკის აღჭურვილობა: მაყალი, გრილის აპარატი, კოცონის სივრცე და ა.შ | რეკომენდებული |