ინტერიერი

შეფასების კრიტერიუმები

სავალდებულო - 12 კითხვა (36 ქულა) რეკომენდებული - 5 კითხვა (5 ქულა) ჯამი - 17 კითხვა (41 ქულა)
# კითხვა რელევანტურობა
1 საოჯახო სასტუმროს ოთახებში სისუფთავეა, სახლი კარგად ნიავდება, ოთახებში სუფთა ჰაერია სავალდებულო
2 კედლები შეღებილია, კედლის საღებავი დაუზიანებელია, არ შეინიშნება ობისა და ნესტის ლაქები სავალდებულო
3 სახლში შექმნილია ვიზუალური სიმყუდროვე (მაგ. ფარდები, ჟალუზები, დარაბები და ა.შ.) სავალდებულო
4 საჭიროების შემთხვევაში, ზამთრის პირობებში, სტუმრების ოთახები უზრუნველყოფილია გათბობით სავალდებულო
5 საძინებელს აქვს ფანჯარა ან აივანი სავალდებულო
6 საძინებელ ოთახში არის გარდერობი, თაროებითა და საკიდით სავალდებულო
7 საძინებელში არის ღამის ფარდა სავალდებულო
8 ხელმისაწვდომია სუფთა თეთრეული. ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებითი საბანი თითოეულ ადამიანზე სავალდებულო
9 სააბაზანო არის სუფთა და მოწესრიგებული სავალდებულო
10 უნიტაზის ჩასარეცხი მექანიზმი და წყლის შემრევი მუშაობს გამართულად სავალდებულო
11 სააბაზანოში სტუმრებისთვის ხელმისაწვდომია ჰიგიენის ძირითადი საშუალებები (პირსახოცი, თხევადი საპონი, ტუალეტის ქაღალდი და ა.შ.) სავალდებულო
12 აბაზანას გააჩნია წყლის უწყვეტი მიწოდების სისტემა. სტუმრებისთვის მუდმივად ხელმისაწვდომია ცივი და ცხელი წყალი სავალდებულო
13 საწოლის თეთრეული იცვლება სტუმრის მოთხოვნის შესაბამისად რეკომენდებული
14 ორ ადამიანს მინიმუმ ერთი ტუმბო აქვს სარგებლობისთვის რეკომენდებული
15 სტუმრების ოთახის კარი იკეტება საკეტით რეკომენდებული
16 ოთახში უნდა იყოს ორი ელექტრო ჩამრთველი რეკომენდებული
17 საოჯახო სასტუმროს მისაღებ ოთახში ინტერიერი გაწყობილია ტრადიციული ელემენტებით (წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ ერთი ეთნოგრაფიული რეკვიზიტი - ხის ავეჯი, ბუხარი, ხალიჩა და ა.შ) რეკომენდებული